გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც „სევილიას“ მიმდინარე თვეში შეუერთდა, ახალ გუნდში პირველი თამაში ჩაატარა. ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურში ანდალუსიელები შინ მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდნენ და 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო. მოედანზე შესვლიდან ორ წუთში, სტუმართა საჯარიმოში მყოფმა გიორგი სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილიდან აცდა.
მატჩის მე-4 წუთზე სტუმრები ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის მომგებმა ალექს ბაენამ დააწინაურა, ხოლო 26-ე წუთზე ლუკმანმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. 33-ე წუთზე ბაენამ დუბლი შეასრულა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე სიერამ გაიტანა. „სევილიას“ ექვსი ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ინგლისის პრემიერლიგის მე-2 ტურში “ლივერპულმა” შინ “ნოტინგემს” ვერ მოუგო – 2:2. ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი თადარიგში იყო და არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი





