ქობულეთის “შუქურას” მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი დანიშნეს, რომელმაც ესპანელი კარლოს გონსალეს აროსი შეცვალა. ამის შესახებ ქობულეთელთა პრესსამსახური იუწყება:
“ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ესპანელ სპეციალისტთან კარლოს გონსალეს აროსთან კონტრაქტი შეყდა. “შუქურას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას დათანხმდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი. მასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა. ძოძუაშვილს დაეხმარება მარეკ შეველიოვი.
რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით “შუქურა” შეეცდება შეწყვიტოს წარუმატებლობათა სერია და დაიწყება საფუძველის ჩაყრა გუნდისთვის, რომელიც მომავალი სეზონისთვის მაქსიმალურ მიზნებს დაისახავს”.
ლაშა თაბაგარი





