საფეხბურთო კლუბ “თელავის” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ახალი მთავარი მწვრთნელი, 51 წლის ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კოსტისი წარუდგინა.
გიორგის კოსტისი: “მოხარული ვარ აქ ყოფნით და პირველ ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. რა თქმა უნდა, ვნახე გუნდის მიერ ჩატარებული მატჩები და გულწრფელად გეტყვით ბიჭებო, კმაყოფილი ვარ, მართლაც, რომ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, თითოეულ თქვენთაგანში ვხედავ პერსპექტივას და ნამდვილად არ ვიმსახურებთ ცხრილში იმ ადგილს, რომელზედაც ახლა ვიმყოფებით.
ჩემის მხრივ, ყველანაირად ვეცდები, უფრო მეტად დავხვეწოთ ჩვენი თამაში, განვვითარდეთ და წინ წავიწიოთ. ვიცი, პროფესიონალები ხართ და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით და ერთმანეთის გვერდში დგომით წარმატება მოვა”.