შოთა არველაძე: “მიქაუტაძეს პირველ პოკერს ვულოცავ”

0
60

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა (26 გოლი) შოთა არველაძემ ტაილანდთან ამხანაგურ მატჩში (8:0) გიორგი მიქაუტაძეს ოთხი გოლის გატანა თავის ფეიხბუქის გვერდზე მიულოცა.
შოთა არველაძე: “გიორგი მიქაუტაძეს ვულოცავ პირველ პოკერს, ეროვნული ნაკრების მაისურით. ისტორიული მიღწევაა და მიხარია, რომ მისი სანაკრებო კარიერა, წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. ეს გოლები ფსიქოლოგიურადაც წაადგება და იმედი მაქვს, კლუბშიც მეტი სათამაშო დრო მიეცემა, რომელსაც იმსახურებს”.
გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე, რეკორდი მფლობელი შოთა არველაძე იყო, რომელმაც ალბანეთთან და ფარერებთან ჰეთ-თრიქი მიითვალა.