21-წლამდელებმა ბათუმში სრული შემადგენლობით ივარჯიშეს

0
46

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 12 და 17 ოქტომბერს, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს ნიდერლანდების და შვედეთის 21 წლამდე გუნდების წინააღმდეგ გამართავს.
21-წლამდელებმა დღეს, ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. ხვალ, 17:00 საათზე ახალგაზრდული ნაკრები, აჭარაბეთ არენაზე ნიდერლანდებთან მატჩისწინა ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო მანამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციაზე და საწვრთნელ პროცესზე (საწყისი 15 წუთი) დასწრება, მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის არის დაშვებული.
21-წლამდელების შემადგენლობა:
მეკარეები:
 
ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

21 | საქართველო V ნიდერლანდები | 11 ოქტომბრის განრიგი:

14:00 | ნიდერლანდების ნაკრების ვარჯიში | აჭარაბეთ არენა

16:30 | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია | აჭარაბეთ არენა

17:00 | საქართველოს ნაკრების ვარჯიში | აჭარაბეთ არენა

ბათუმში გასამართი შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.