ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ოქტომბერში გასამართ მატჩებში „ბარსელონას:“ გარემარბი ლამინ იამალი ვერ დაეხმარება.
„იამალმა ესპანეთის ნაკრები ფეხბურთის ფედერაციის სამედიცინო შტაბის გამოკვლევის შემდეგ დატოვა. დადგინდა, რომ ის ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მატჩებში ვერ ითამაშებს“ – იუწყება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
იამალს ესპანეთის ნაკრებში დებიუტი 9 სექტემბერს ევრო 2024-ის შესარჩევში თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან 7:1 მოგებულ მატჩში ჰქონდა და გოლი გაიტანა. ის ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე (16 წლის და 57 დღის) გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა. ამასთანავე, ის ყველაზე ახალგაზრდაა ვინ “ფურია როხაში” ოფიციალური შეხვედრა ჩააატარა და გავის რეკორდი გააუნჯობესა.
ესპანელები 12 ოქტომბერს სევილიაში ჯგუფის ლიდერ შოტლანდიას უმასპინძლებენ, ხოლო 15 ოქტომბერს ოსლოშსი ნორვეგიას დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი





