ედენ აზარმა კარიერა დაასრულა

0
93

ბელგიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
„საჭირო მომენტში გაჩერება უნდა შეგეძლოს. 16-წლიანი კარიერისა და 700-ზე მეტი მატჩის ჩატარების შემდეგ, პროფესიონალური კარიერის დასრულება გადავწყვიტე. ჩემი სურვილების რეალიზება მოვახერხე – ევროპისა და მსოფლიოს სპორტულ მოედნებზე ვთამაშობდი და ვერთობოდი.
კარიერის განმავლობაში დიად ადაამიანებს, დირექტორებს და მწვრთნელებს შევხდი. მსურს მადლობა გადავუხადო კლუბებს, რომლებშიც ვთამაშობდი – „ლილისს“, „ჩელსისა“ და „რეალს“. რა თქმა უნდამ მადლობელი ვარ ბელგიის ეროვნული ნაკრების.
დიდი მადლობა ჩემო თაყვანისმცემლებო იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მხარს მიჭერდით ნებისმიერ ქვეყანაში სადაც მითამაშია. დადგა დრო ჩემი მიღწევებით დავტკბე და ახალი შთაბეჭდილებები მივიღო“ – დაწერა აზარმა სოციალურ ქსელში.
32 წლის აზარმა „ლილთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ხოლო „ჩელსის“ შემადგენლობაში პრემიერლიგაში და ევროპა ლიგაში ორჯერ გაიმარჯვა. ასევე ინგლისის ასოციაციის თასსა და ლიგის თასს დაეუფლა.
„რეალშსი“ აზარმა ორჯერ ესპანეეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა და ამდენჯერვე სუპერთასს დაეუფლა, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი და უეფას ევროპის სუპერთასი მოიპოვა. მან კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 623 მატჩში 167 გოლი გაიტანა და 157 საგოლე პასი გააკეთა.
მან ბელგიის ნაკრებში 2008-2022 წლებში გამართულ 126 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 33-ჯერ აიღო. აზარმა ბელგიელებთან ერთად რუსეთში გამართულ მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი