კვერკველიამ ნეიმარის გუნდთან წააგო

0
49

„ალ ახდუდი“, რომელშიც სოლომონ კვერკველია გამოდის, საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში შინ „ალ ჰილალთან“ დამარცხდა, სადაც ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ირიცხება.
განვლილი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ჩაატარა. „ალ ჰილალში“, რომელსაც ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ჟორჟე ჟესუსი წვრთნის ნეიმარს არ უთამაშია, თუმცა დუბლი სერბეთის ნაკრების ნახევარმცველმა მილენკოვიჩ-სავიჩმა მიითვალა. გამარჯვებულთა რიგებში მოედანზე ასევე მაროკოს ნაკრების მეკარე ბონო, სენეგალელი მცველი კალიდუ კულიბალი, პორტუგალიელი ნახევარმცველი რუბენ ნევეში და ბრაზილიელი შუახაზელი მალკომი იმყოფებოდნენ. ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა, მაგრამ 37-ე წუთზე „ალ ჰილალის“ ფეხბურთელმა პენალტი ვერ გამოიყენა.
„ალ ახდუდს“ 7 ქულა აქვს დაა 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი