ჯაბა ჯიღაურმა უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. 21-ე ტურში ქარშის „ნასაფი“, რომელსაც ქართველი ნახევარმცველი მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა, შინ ფერგანის „ნეფთჩის“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
ჯიღაური სასტარტო შემადგენლობაში იყო და 42-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც კუთხურის ჩაწოდების მე, თანაგუნდელისგან პასი ზედ კარის ხაზიდან გოლად აქცია. მთავარმა მსაჯმა კარის აღება ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ დააფიქსირა. ის 67-ე წუთზე შეცვალეს. “ნეფთჩიში” ფორვარდმა გიორგი ნიქაბაძემ სრული მატჩი ჩაატარა, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფმა შემტევმა გიორგი არაბულმა მოედანი 61-ე წუთზე დატოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 31 წლის ექსნახევარმცველმა უზბეკეთში გადასვლის შემდეგ თავი მეორედ გამოიჩინა. „ნასაფს“, რომელიც აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით თამაშობს, 39 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა – ლიდერ „ფახთაქორს“ 4 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





