დვალი და ქვილითაია კვიპროსში გალიდერდნენ

0
58

აპოელი, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ, კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში გალიდერდა.
მე-7 ტურში ნიქოზიელები სტუმრად „ოთელოსს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მცველი დვალი იყო, რომელიც პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. გუნდის კაპიტანი ფორვარდი ქვილითაია ამჯერად განაცხადში არ შეუყვანიათ. სტუმრებიდან ერთადერთი ბურთი 52-ე წუთზე ნდონგალამ გაიტანა.
აპოელი 14 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-9 ტურში „საბაჰმა“ „არაზი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოქტომბრის მატჩებისთვის გამოძახებული დავით ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო. „საბაჰი“ 7 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი