ქეცბაიამ საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
34

კვიპროსის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: ჯოელ მოლი („სერვეტი“, შვეიცარია), მაიკლ ნეოფიტოსი („ანორთოსისი“, კვიპროსი), დიმიტრი დიმიტრიუ („აპოლონი“, კვიპროსი).
მცველები: ანდერსონ კორეა, პავლოს კორეა (ორივე – „ანორთოსისი“, კვიპროსი), მარიოს ანტონიადისი („დოქსა“, კვიპროსი), ნიკოლას პანაიოტუ („ომონია“, კვიპროსი), ანდრეას კარო („ოფი“, საბერძნეთი), კოსტას პელეასი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი), ნიკოლას იოანუ („კომო“, იტალია), სტელიოს ანდრეუ („შარლერუა“, ბელგია).
ნახევარმცველები: სტავროს გავრიელი, კირიაკუ ჩარალამბოსი (ორივე – აპოელ, კვიპროსი), იოანის კოსულოსი, ხარალამბოს ხარალამბუსი (ორივე – „ომონია“, კვიპროსი), იოანუ მიხალისი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ალექსანდრე გოგიჩი („სენტ მირენი“, შოტლანდია), გრიგორის კასტანოსი („სალერნიტანა“, იტალია), ჰექტორ კვიპრიანუ („პიტერბორო“, ინგლისი).
თავდამსხმელები: დიმიტრი ქრისტოფი, მარიოს ილიასი (ორივე – „ახნა“, კვიპროსი), ანდრონიკოს კაკულისი, ლოიზოს ლოიზუ (ორივე – „ომონია“, კვიპროსი), ანტონიუ მინასი („ანორთოსისი“, კვიპროსი), იოანის პიტასი (აიკ, შვედეთი).
კვიპროსი 12 ოქტომბერს ნორვეგიას უმასპინძლებს, ხოლო 15 ოქტომბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი