ტაბატაძის პირველი სამი ქულა აზიის ჩემპიონთა ლიგაში

0
20

ნამანგანის „ნავბახორი“, რომელშიც თომა ტაბატაძე თამაშობს, აზიის ჩემპიონთა ლიგაში პირველი მატჩი მოიგო.
მეორე ტურში უზბეკურმა გუნდმა ინდოეთის „მუმბაი სიტის“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. მას პირველი ტურისგან განსხვავებით ამჯერად გოლი არ გაუტანია.
D ჯგუფში „ნავბახორი“ 4 ქულით მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციაზე საუდის არაბეთის „ალ ჰილალია“, რომელმაც გასვლაზე ირანის „ნასაჯს“ აჯობა. „ალ ჰილალში“ გოლები მიტროვიჩმა, ნეიმარმა და სალეჰ ალ შეჰრიმ გაიტანეს.
ლაშა თაბაგარი