წყალტუბოს “სამგურალის” მთავარ მწვრთნელი უკრაინელი ოლექსანდრ პაკლონსკი დანიშნეს. ამის შესახებ წყალტუბოელთა პრესსამსახური იუწყება:
“წყალტუბოს ,,სამგურალის” მთავარ მწვრთნელად 48 წლის უკრაინელი სპეციალისტი ოლეკსანდ პაკლონსკი დაინიშნა.ოლექსანდ პაკლონსკის სამწვრთნელო კარიერა 2016 წელს ,,დნიპრო 2″ – ში დაიწყო. 2017-2019 წლებში იგი ,,დნიპროს” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და მთავარი გუნდის მენეჯერი იყო. 2019 წელს ,,დნიპრო 1″ -ის დუბლშემადგენლობას წვრთნიდა. 2020-2021 წლებში ,,ნიკოპოლს” ხელმძღვანელობდა.
ბოლოს კი ასევე უკრაინულ ,,ვპკ-აგროს”-ს მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. წყალტუბოს ,,სამგურალში” ოლექსანდ პაკლონსკის ასისტენტად ვასილ გიგიაძე იმუშავებს. ,,სამგურალის” ახალი მთავარი მწვრთნელი და ვასილ გიგიაძე წლების წინ, ,,ტავრიასა” და ,,კრივბასში” თანაგუნდელები იყვნენ.
ვასილ გიგიაძის სამწვრთნელო გამოცდილებას რაც შეეხება, ის ქუთაისის ,,ტორპედოში”, ჯერ კახაბერ ჩხეტიანის, შემდეგ კი მიხეილ აშვეთიას ასისტენტად მუშაობდა”.
პაკლონსკიმ “სამგურალის” თავკაცის თანამდებობაზე გიორგი ჭელიძე შეცვალა.
ლაშა თაბაგარი





