აზაროვმა და გოჩოლეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაში პირველად გაიმარჯვეს

0
19

დონეცკის „შახტარნა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი გამოდიან, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო.
დონეცკელები გასვლაზე ბელგიის „ანტვერპენს“ შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 0:2 აგებდნენ, სახლში მაინც 3 ქულით დაბრუნდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფლანგელებიდან აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გოჩოლეიშვილმა ორი ტაიმი თადარიგში გაატარა.
მასპინძლები მე-3 წუთზე მუჯამ დააწინაურა, ხოლო 34-ე წუთზე ბალიკშვამ მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა.
48-ე წუთზე აზაროვმა კარგი პასით მეტოქის საჯარიმოში ნაზარინა მოძებნა, რომლის დარტყმის შემდეგ „ანტვერპენის“ მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო სიკანმა თავით გაიტანა. 71-ე წუთზე რაკიცკიმ ანგარიში გაათანაბრა, 76-ეზე კი სიკანმა უკრაინელები დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე ბელგიის ეროვნული ნაკრების მცველმა ტობი ალდერვეირელდმა პენალტი ვერ გამოიყენა და „შახტარმა“ 3 ქულა აიღო.
H ჯგუფში „შახტარი“ 3 ქულით მესამეა, ხოლო ლიდერი 6 ქულით „ბარსელონაა“, რომელმაც სტუმრად „პორტუ“ 1:0 დაამარცხა.
ლაშა თაბაგარი