წიტაიშვილის პირველი ჰეთ-თრიქი, აშვეთიამ „სამგურალს“ ვერ მოაგებინა

0
8

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 წრე გათამაშების ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ რიხიანად დაიწყო, აჭარულ დერბიში, რომელიც ბათუმელთა ანგისას საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი აჭარულ დერბიში ნომინალური სტუმრის სტატუსით ქობულეთის „შუქურას“ დაპირისპირდა.
მატჩი, რომელიც ძლიერი წვიმის ფონზე მიმდინარეობდა, გიორგი წიტაიშვილის ბენეფისი აღმოჩნდა. ბათუმელებმა მეტოქეს 6 უპასუხო ბურთი გაუტანეს და აქედან ნახევარი სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის ანგარიშზეა.
ანგარიში მე-14 წუთზე გიორგი ზარიამ გახსნა, რომელმაც პენალტი ზუტად გამოიყენა. 22-ე წუთზე წიტაიშვილმა ასევე პენალტიდან ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. 31-ე წუთზე მეტოქი კარი პაატა ღუდუაურმა აიღო, რომელმაც თავი ზედიზედ მეოთხე შეხვდრაში გამოიჩინა.
34-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ღუდუშაურმა პასი წიტაიშვილა გაუკეთა, რომელმაც მარჯვენა ფეხით მეკაარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში გაიტანა. 41-ე წუთზე ქობულეთელთა საჯარუმოში მარჯვნიდან შესულმა ჩაბრაძემ ბურთი კარის წინ მდგომ წიტაიშვილს გაუკეთა, რომელმაც ვარდნაში გაიტანა. მან თავის კარიერაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი ჰეთ-თრიქი მიითვალა. 69-ე წუთზე თავი „დინამოს“ დანიელმა ლეგიონერმა ალექსანდერ იაკობსენმა გამოიჩინა, რომელმაც პენალტი გოლად აქცია.
„დინამოს“ 62 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო ესპანელი კარლოს გონსალესის გაწვრთნილი „შუქურა“ 8 ქულით უიმედო აუტსაიდერია და თუ რამე სასწაული არ მოხდა, ლიგაში ადგილს ვერ შეინარჩუნებს.
შუქურა 0:6 დინამო ბთ 
წყალტუბოს „სამგურალს“ ვერ მწვრთნელის გაშვებამ უშველა და 28-ე ტურში ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „გაგრას“ ზესტაფონში ვერ აჯობა. წყალტუბოელები სათამაშოდ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ აშვეთიამ გაიყვანა, რომელიც ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე გუნდის დროებითი თავკაცია.
სტუმრები 28-ე წუთზე გიორგი ლომთაძის ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდნენ. 36-ე წუთზე მასპინძლების იაპონელმა ლეგიონერმა ტაიკი კაგაიამამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა – უკრაინელმა მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ საუცხოო ნახტომში ბურთი მოიგერია. 47-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა კიდევ ერთი პენალტი დადო, რომელიც უკრაინელმა დენის ბალანიუკმა გოლად აქცია. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ერთ თამაშში 4 პენალტი პირველად დაინიშნა.
52-ე წუთზე კაგაიამამ მარჯვენა ფლანგიდან გუნდის კაპიტან თედო კიკაბიძის ჩაწოდების მერე, ბურთს „გაგრას“ კარის შორეულ ძელთან მიასწრო და „სამგურალი“ დააწინაურა. „გაგრამ“ ქულა ძირითდი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გადაარჩინა, როდესაც მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან ზურაბ მუსელიანი შევიდა ბურთიანად და პასი ზამბიელ ჯუსტინ შონგას გადააწოდა, რომელმაც მას მერე რაც მცველს დაასწრო ერთი შეხებით გაიტანა.
„სამგურალი“ 43 ქულით მე-5 პოზიცაზეა, ხოლო გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „გაგრა“ 23 ქულით ბოლოსწინაა.
სამგურალი 2:2 გაგრა 
„თელავმა“ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთ კონკრენტ „სამტრედიას“ შინ ვერ მოუგო. მეტიც, სტუმრებს მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, შესაძლოა გიორგი მიქაძის გუნდს ქულც ვერ აეღო. შეხვედრის 43-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძემ მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასით სტუმართა საჯარიმოში ზურაბ რუხაძე მოძებნა, რომელმაც თავით გაიტანა.
56-ე წუთზე თელაველთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა დავით უბილავას გადაცემის შემდეგ, ვაჟა ფაცაციამ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა, ხოლო მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა უყოყმანოდ პენალტი დანიშნა. მათე აბულაძის შესრულებული თერთმეტმეტრიანის მერე, სომხეთის ნაკრების ყოფილმა მეკარე დავით იურჩენკომ პენალტი მოიგერია.
კვირიკაშვილმა ეს ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა და დააფიქსირა, რომ დარტყმის ეპიზოდში იურჩენკოს ორივე ფეხი კარის ხაზზე არ ედო, რის გამო, სამტრედიელებს პენალტი ახლიდან დაარტყმევინა. ამჯერად, ბურთთან ჩრდილოეთ მკედონიელი ალექსანდარ მიშოვი მივიდა და ზუსტად დაარტყა.
გიორგი მიქაძის დამოძღვრილი „თელავი“ 31 ქულით მეშვიდეა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის წინამძღოლობით „სამტრედია“ 26 ქულით მერვეა.
თელავი 1:1 სამტრედია 
ლაშა თაბაგარი