კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესო მწვრთნელად „თელავის“ თავკაცი გიორგი მიქაძე დააახელეს. ამის შესახებ erovnuliliga.ge იუწყება.
მისი ხელმძღვანელობით თელაველებმა მე-3 წრეში ჩატარებული 9 მატჩიდან 7 მოიგეს, ერთი წააგეს და ერთი ფრედ დაასრულეს.
43 წლის მიქაძე „თელავს“ 2023 წლის მაისში დაბრუნდა. მან სომეხი ვარდან მინასიანი შეცვალა. მანამდე, ის თელაველებს 2021 წლის მაისიდან იმავე წლის დეკემბრმდე ავარჯიშებდა. „თელავი“ 30 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
ლორია („დინამო“ თბ.), აბულაძე („სამტრედია“), გუტიერესი („თელავი“), მამუჩაშვილი („დინამო“ ბთ.), შერგელაშვილი („ტორპედო“), ბეგიჩი („თელავი“), არაბიძე („ტორპედო“), რუხაძე („თელავი“), ღუდუშაური („დინამო“ ბთ.), ნაჭყებია („სამტრედია“), სხირტლაძე („დინამო“ თბ.).
ლაშა თაბაგარი





