ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-9 ტური წარმატებით ჩაატარა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „ზლატე მორავცეს“ შეხვდა და 3 უპასუხო ბურთი გაიტანა. ორივე ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა – კაშიამ კაპიტნის სამკლაურით მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო, ხოლო კანკავა 79-ე წუთზე შეცვალეს.
მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 14 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ყაზახეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში „ყიზილ-ჟარი“ თავის მოედანზე „ოკჟეტპესთან“ 1:2 დამარცხდა, მასპინძლებში ერთადერთი გოლი ქართველმა ფორვარდმა ლუკა იმნაძემ 59-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა. მან შეუცვლელად ითამაშა. იმნაძემ მიმდინარე სეზონსსი 4 ბურთი შეაგდო. „ყიზილ-ჟარი“ 39 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




