“საბურთალომ” თეთრაძე დაითხოვა

0
24

თბილისის “საბურთალოს” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ომარ თეთრაძე დაითხოვეს, რის სესსახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. თეთრაძის გუნდიდან სსავარაუდო გაშვების შესახებ საუბარი კერ კიდევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში “საბურთალოს” “თელავთან” საშინაო მარცხის მერე დაიწყო, რომელიც ზედიზედ მეორე აღმოჩნდა. გუშინ, “საბურთალო” გასვლაზე თბილისის “დინამოსთან” დამარცხდა და მიჯრით მესამე წარუმატებელი მატჩი თეთრაძეს აღარ აპატიეს. ნარცხიანი სერიის მიუხედავად თეთრაძის დათხოვნა მაინც უცნაურია, რადგან “საბურთალომ” მესამე წრე მე-3 ადგილზე დაასრულა.
53 წლის საქართველოში დაბადებულ-გაზრდილმა თეთრაძემ საფეხბურთო კარიერა საქართველოში დაიწყო, სადაც საბჭოთა კავშირის პირველობაზე თბილისის “დინამოში” ითამაშა, ხოლო საქართველოს ჩემპიონატში ოზურგეთის “მერცხალში”. .
თეთრაძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა: იტალიური “რომა”, ბერძნული “პაოკი” და მოსკოვის “დინამო”, ვლადიკავკაზის “ალანია”, სამარას “კრილია სოვეტოვი”. თეთრაძე არის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, ხოლო “საბურთალომდე”, ის  “ტობოლში”, “ჟეტისუში”, “ანჟიში”, “ხიმკიში” და “ნიჟნი ნოვგოროდში” მუშაობდა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მთავარი მწვრთნელი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათივე გუნდს შეეცვალა.
ლაშა თაბაგარი