შალვა ოგბაიძემ ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-8 ტურში “დენ ბოში” სტუმრად “გრონინგენს” შეხვდა და 3:0 დაამარცხა. ოგბაიძე სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა და 67-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 1:0 იგებდნენ, პარტნიორის პასის მერე, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილმა ოგბაიძემ ვარდნაში მახვილი კუთხიდან გაიტანა. მან 43-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 82-ეზე შეცვალეს. 21 წლის ოგბაიძე “დენ ბოშს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 5 შეხვედრაში თავი პირველად გამოიჩინა.
“დენ ბოში” 9 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





