მოისწრაფიშვილის ზედიზედ მეორე მატჩი და ქულა ბელგიაში

0
23

გიორგი მოისწრაფიშვილმა „ბევერენში“ გადასვლის შემდეგ, ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა.
მე-7 ტურში „ბევერენი“ სტუმრად „დეინცეს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. მოისწრაფიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი მატჩისგან განსხვავებით არ შეუცვლიათ.
შეგახსენებთ, რომ მოისწრაფიშვილი თბილისის „დინამომ“ „ბევერენში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
„ბევერენი“ 6 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი