„სამტრედიას“ სენსაციური გამარჯვება „სამგურალთან“, „თელავმა“ ბოლო წუთზე მოიგო

0
55

„სამტრედიამ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად სტუმრად წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა, რომელიც აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა.
სამტრედიელებიდან მე-4 წუთზე ანგარიში სერბმა ლეგიონერმა სტრაჰინია პავიშიჩმა გახსნა. 23-ეწუთზე „სამგურალის“ მცველმა ნიკა კალანდარიშვილმა ბურთი თავის კარში გაიტანა. 66-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიას პასის მერე მასპინძლების კარი ჩრდილოეთ მაკედონიელმა ალექსანდარ მიშოვმა აიღო და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
„სამტრედიამ“ 25 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ 45 ქულით მე-5 პოზიციაზეა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების მერე, წყალტუბოელები ძალიან არადამაჯერებლად თამაშობენ და გამორიცხული არაა გიორგი ჭელიძე მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაოთხოვონ.
სამგურალი 0:3 სამტრედია 
„თელავმა“ გორის „დილა“ მიიღო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიმარჯვა. შეხვედრაში პირველი გოლი მე-5 წუთზე გავიდა, როდესაც გიორგი გაფრინდაშვილმა მარცხენა ფრთაზე ბურთიანად დაახლოებით 40 მეტრი ირბინა და საჯარიმოში შესულმა შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც მყოფმა სენეგალელმა ონორე გომისმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 0:1.
მასპინძლებიდან თავი ისევ საუცხოო სათამაშო ფორმაში მყომფა ირაკლი რუხაძემ გამოიჩინა, როდესაც სლოვენიელი მატია რომის პასი მიიღო და მას მერე რაც მეურვეს სისწრაფეში აჯობა, საჯარიმოში შესულმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 85-ე წუთზე თელაველთა კონტრშეტევის დროს „დილას“ დაცვა აშკარად ჩავარდა და საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა თორნიკე მორჩილაძემ ბურთი კარის წინ მარტო მდგომა გურამ გოშთელიანს გადააწოდა, რომელმაც გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ირაკლი მოდებაძის გაწვრთნილი „დილა“ 44 ქულით მეოთხეა, ხოლო გიორგი მიქაძის გაწვრთნილი „თელავი“ 30 ქულით მეშვიდეა.
თელავი 2:1 დილა 
ლაშა თაბაგარი