„სამტრედიამ“ კონკურენტი დაამარცხა, „ტორპედომ“ აუტსაიდერს ვერ მოუგო

0
41

„სამტრედიამ“ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ზედიზედ სამი მატჩი პირველად მოიგო. მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილმა გუნდმა ფაქტობრივად ცარიელ „ეროსი მანჯგალაძეზე“ ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტ „გაგრას“ უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
მატჩის მე-6 წუთზე საბა ფირანაშვილმა დროული პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ ზვოად ნაჭყებიას, რომლის გადაცემის მერე თორნიკე ახვლედიანმა ანგარიში გახსნა.
22-ე წუთზე გიორგი ლომთაძე სამტრედიელთა საჯარიმოში ვახტანგ ბოჭორიშვილთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა და მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ლომთაძემ თერთმეტმეტრიანი თავად გამოიყენა.
36-ე წუთზე „გაგრას“ უკრაინელი მცველი ანატოლი კოზლენკო საკუთარ საჯარიმოში შეეცადა სტრაჰინია პავიშიჩის მისამართით გაკეთებული პასი ჩაეჭრა, მაგრამ მოქნეული ფეხი სერბი ნახევარმცველისს ფეხს მოარტყა და წააქცია. ავაზაშვილმა ეპიზოდი ისევ რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა და თერთმეტმეტრიანი დადო, რომელიც მათე აბულაძემ გამოიყენა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს და ახვლედიანის გადაცემის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში შესულმა ნაჭყებიამ ცრუ მოძრაობით ორი მცველი ჩამოიცილა, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 3:1. მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და „სამტრედია“ 22 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
სამტრედია 3:1 გაგრა 
26-ე ტურის პირველ საათამაშო დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა – ქობულეთის „შუქურამ“ზესტაგონში „დავით აბაშიძეზე“  ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.
შოტლანდიელი სტივ კინუს გაწვრთნილი „ტორპედო“ 39 ქულით მეექვსეა, ხოლო ესპანელი კარლოს გონსალესის დამოძვრილი „შუქურა“ 8 ქულით ბოლოა.
შუქურა 0:0 ტორპედო 
ლაშა თაბაგარი