საფრანგეთში მიმდინარე რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში პორტუგალიასთან ფრედ (18:18) დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პრესკონეფერნციაზე განაცხადა, რომ რაგბში მოსაგებად მხოლოდ ერთი ტაიმის კარგად ჩატარება არ კმარა.
ლევან მაისაშვილი: „ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა. პირველ ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მეორეში კი პორტუგალია ყველა კომპონენტში დომინირებდა. ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ და როდესაც შესაძლებლობები გვქონდა, ისინი ვერ გამოვიყენეთ. კარგი მეორე ნახევარი ჩაატარა პორტუგალიამ“.
“ბორჯღალოსნები” მესამე ტურში ბორდოში ფიჯის ძალიან მაღალი დონის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და წარმატების შანსი მცირე აქვთ.





