“ვაალენსიმ”, რიმლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ აუტსაიდერად მიიჩნეოდა, მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით აჯობა.
განლილი შეხვედრა უგო დუროსთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. მან მე-5 წუთზე მეტოქის საჯარიმოში აქსელ ვიცელს დაასწრო და ვარდნაში ეფექტური გოლი გაიტანა. 34-ე წუთზე დყრომ ცრუ მოძრაობით “ატლეტიკოს” ერთ მცველს გაცდა, შემდეგ ვიცელსაც გაექცა და დუბლი შეასრულა.
მამარდაშვიკლმა შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში მის კარში ბურთი არ დაურტყამთ. მეორე ტაიმის დასაწყისშო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ალვარო მორატას ძალიან სახიფათო თავური გაანეიტრალა, 54-ე წუთზე ხავი გერა “ატლეტიკოს” საჯარიმოს მოსადგომებთან ერთ მოწინააღმდეგს გაცდა და შემდეგ მოჭრილი დარტყმით შორეულ კუთხეში გაიტანა.
“ვალენსიამ” “ატლეტიკო” 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაამარცხა და 17-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა,
“ღამურები” 9 ქულით 20-გუნდიან სატურნიო ცხრილში მე-6 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი
