ნიკოლოზ ქუთათელაძეს რუსეთის პრემიერლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
მე-8 ტურში „პარი ნიჟნი ნოვგოროდი“ სტუმრად მოსკოვის „დინამოს“ შეხვდა და ქართველი თავდამსხმელის წყალობით ქულა აიღო.
მასპინძლებიდან მე-8 წუთზე ანგარიში სმოლოვმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. ქუთათელაძე, რომელსაც რუსეთის პასპორტიც აქვს, თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო და 86-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, კარისკენ ზურგით მდგომმა ქუსლით ანგარიში გაათანაბრა.
მან ნიჟნოi ნოვგოროდელთა შემადგენლობაში პირველად ითამაშა. 22 წლის ფეხბურთელი „პარიში“ გადასვლამდე, მახაჩყალის „ანჟიში“, მოსკოვის „სპარტაკში“ და საფრანგეთის „როდეზში“ ირიცხებოდა.
განვლილ შეხვედრაში მოსკოველთა განაცხადში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე არ იყო.
ლაშა თაბაგარი
