კუტალიამ სომხეთში გოლების რაოდენობა რვამდე გაზარდა

0
43

ლევან კუტალიამ სომხეთის ჩემპიონატში გატანილი გოლების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა.
მე-7 ტურში „ალაშკერტმა“, რომელშიც კუტალიასთან ერთად რუსეთის მოქალაქე დავით ხურციძე გამოდის, თავის მოედანზე „ურარტუ“ 4:2 დაამარცხა.
მატჩის 54-ე წუთზე ანგარიში ხურციძემ გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მყოფმა თანაგუნდელის პასის შემდეგ თავით გაიტანა.
69-ე წუთზე კუტალიამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ სამ მცველს მოქცეული იყო, მარცხენა ფეხით მახვილი კუთხიდან გაიტანა, მან მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო და ბომბარდირთა დავაში ლიდერია. ის 85-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ხურციძე – 89-ეზე.
„ალაშკერტი“ 16 წულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი