საქართველოს ფუტსალისტთან ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2025 წლის ჩემპპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტ რაუნდი გამარჯვებით დაიწყო. E ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში სომხეთი 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმის მე-10 წუთზე ჩვენი გუნდის დებიუტანტის ბრაზილიელი ჩიმბას გადამის შემდეგ ანგარიში ირაკლი თოდუამ გახსნა.
პირველი ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ თავისი საჯარიმოდან ხელით ზუსტი პასი მისცა მეტოქის კარის წინ მდგომ ბრუნო გომესს, რომელმაც ბურთი მკერდით ჩამოიღო და ზუსტად დაარტყა. კუპატაძე მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო და როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან არაერთხელ იხსნა.
სომხებმა ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან სტუმარი მოთამაშის გადააცემის შემდეგ, შაგინიამ კუპატაძემ შეუთანხმებლად ითამაშეს, ხოლო ჟულიო ზანოტომ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს სტუმრად ჯგუფის უდავო ლიდერ და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიასთან ჩაატარებს. ჩვენს ჯგუფშია ასევე ფინეთის ეროვნული გუნდი. ცნობისთვის, ასათიანისთვის სომხეთთან თამაში საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში მე-100 აღმოჩნდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, პლეი-ოფში გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას.
ელიტ რაუნდის მატჩები ორ წრედ, მიმდინარე წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში გაიმართება.
მატჩის ოქმი-სსაქართველო 2:1 სომხეთი
ლაშა თაბაგარი