მამარდაშვილი: “ბევრი საუბარი არ შემიძლია, გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი”

0
4

გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენები ბოლო ორი თამაშის გამო მოიბოდიშა.
გიორგი მამარდაშვილი: “ბევრი საუბარი არ შემიძლია, არ ვიცი, რატომ მოხდა ასე, ცუდი შეკრება გამოვიდა. მჯერა, რომ უკეთესი დღეები იქნება. მადლობა გულშემატკივრებს, ჯერ „დინამო არენაზე“ მოსულ ხალხს, იმიტომ, რომ იმ საშინელი თამაშის მიუხედავად 90 წუთი ჩვენს გვერდით იყვნენ. პირადად მე ბოდიშს ვუხდი მათ და იმედი მაქვს, რომ უკეთესი დღეები გველოდება. დღეს ვისაუბრეთ ქომაგებთან, გვითხრეს, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდში იქნებიან და ყველა აფასებს ამ მხარდაჭერას“.