გურამ კაშია: “ქართველ ფეხბურთელებს მეტი ხასიათის გამოვლენა გვმართებს”

0
3

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან გურამ კაშია მიაჩნია, რომ ფეხბურთელებს უფრო მეტი ხასიათის და აგრესიის გამოვლენა მართებთ. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად ნორვეგიასთან 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
გურამ კაშია: “პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ცუდი კვირა გამოგვივიდა და ჩვენთვის ძალიან რთულია. ქართველ ფეხბურთელებს მეტი ხასიათის გამოვლენა გვმართებს, უფრო მეტად უნდა გვინდოდეს თამაში და მეტი აგრესია გვმართებს.
გეგმას მივყვებოდით, მთელი თამაშის განმავლობაში გვქონდა ბლოკი, სადაც გვინდოდა ბურთის ართმევა და შემდეგ კონტრშეტევაზე გადასვლა. რამდენჯერმე გამოგვივიდა კიდეც, ხვიჩას ჰქონდა ორი მომენტი. მეტოქესაც არ ჰქონია ბევრი მომენტი, მაგრამ მათ ნახევრად მომენტები გოლად აქციეს, ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ. ცუდია, რომ ასეთი კვირა გვქონდა და გული ძალიან მწყდება
არ ვფიქრობ, რომ გუნდურობა დაიკარგა. ჩემი აზრით, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, გამოცდილება სჭირდებათ, თორემ ერთობა და განწყობა გუნდში ძალიან მაგარია. ცოტა გამოცდილება გვაკლია, დღეს რვა ფეხბურთელი იყო ახალგაზრდული ნაკრებიდან“