ბუდუ ზივზივაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ბაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა შეცდომების მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლსი ოსლოში 1:2 წაგებული მატჩის მერე განაცხადა, სადაც ერთადერთი გოლი გაიტნა.
ბუდუ ზივზივაძე: “რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში ყველა გოლი სასიხარულოა. მნიშვნელობა აქ აქვს რამდენი წუთი ითამაშებ, ნაკრებში ყოველთვის საამაყოა, რომ თამაშობ. მეც ვცდილობ, რომ რა შანსსაც ვიღებ, მაქსიმალურად გამოვიყენო და დავამტკიცო, რომ მეტს ვიმსახურებ.
ჩავარდა ეს შეკრება ჩვენთვის, ამიტომ ყველა ფეხბურთელმა უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ჩემიდან დაწყებული, რადგან კლუბშიც არ მაქვს ბევრი სათამაშო დრო და უნდა ვიმუშაო იმაზე, რომ მეტი დრო მივიღო, რათა შემდეგ ნაკრებში 90 წუთი თამაში შევძლო. იმიტომ, რომ ფეხბურთი 90 წუთი და ცოტა მეტი გრძელდება და არა ისე, როგორც დღეს ვითამაშეთ, ბოლო 10-15 წუთი, ეს არ არის საკმარისი.
ამიტომ, ფეხბურთელებმა მეტი უნდა ვიმუშაოთ, შეცდომები საკუთარ თავში ვეძებოთ. ვფიქრობ, ისეთი გუნდი გვყავს, რომელსაც მეტი შეუძლია და მეტი მოგვეთხოვება, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მომდევნო შეკრებაზე ეს შედეგები გამოვასწოროთ. ფეხბურთელებს გვაქვს პასუხისმგებლობა და ვეცდებით გამოვასწოროთ.
გულშემატკივრებს მადლობას გადავუხდი, რადგან 90 წუთი არ გაჩერებულან, თბილისშიც, იმ წვიმასა და საშინელ ანგარიშზე ბოლომდე დარჩნენ. მადლობა მათ, ამ შეკრებაზე ტაში მათ დაიმსახურეს და ვეცდებით, რომ მათი და მთელი საქართველოს იმედები დარჩენილ თამაშებში გავამართლოთ. ახლა რაღაც თეორიული შანსი გვაქვს, მაგრამ უფრო მარტის თამაშზე უნდა ვიფიქროთ და მოვემზადოთ ერთა ლიგისთვის. სანიოლმა მითხრა, რომ ცოტა მაღალი პრესინგი მეთამაშა, რაც ჩემი აზრით გავაკეთე და ეს დავალება შევასრულე“.
მთავარი ნიუსი ბუდუ ზივზივაძე: “შეცდომები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ”