ფლიკი გერმანიის ნაკრებიდან გაუშვეს

0
4

ჰანს-დიტერ ფლიკი გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ ნახსენები ქვეყნის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
გუშინ, გერმანია ამხანაგურ შეხვედრაში ვოლფსბურგში იაპონიასთან 1:4 წააგო და 58 წლი სპეციალისტს კარისკენ მიუთითეს. უახლოეს მატჩებში გერმანელებს ეროვნული გუნდის სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი უხელმძღვანელებს, რომელიც თავის დროზე ბუნდესნაკრების თავკაცი იყო.
ფლიკი გერმანელებს სათავეში 2021 წელს ჩაუდგა და იოახიმ ლიოვი შეცვალა. მის ხელში გუნდმა ჩატარებული 25 მატჩიდან 12 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. შარშან კატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანელები ჯგუფიდან ვერ გავიდნენ. ცნობისთვის 4-გზის მსოფლიო ჩემპიონებს ზედიზედ 5 თამაშია არ მოუგიათ – 4 მარცხი და 1 ფრე.
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იულიან ნაგელსმანი მიიჩნევა, რომელიც გასულის სეზონის მსვლელობისას მიუნხენის “ბაიერნიდან” დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი