საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის საბა ლობჟანიძის განცხადებით ესპანეთის არ ეშინიათ და მომავალი მატჩის წინ იმედიანად არიან. მან ამის შესახევ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში დღეს ბორის პაიჭააძის სახელობის “დინამო არენაზე” ესპანელებთან დაპირისპირებამდე განაცხადა.
საბა ლობჟანიძე: “ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაივსება „დინამო არენა“ და გულშემატკივრები შექმნიან იმ გარემოს, რაც აუცილებლად დაგვეხმარება. ყველამ ვიცით, ესპანეთი რა ძალას წარმოადგენს, არ ვართ შეშინებულები, იმედიანად ვართ განწყობილი და ამ ყველაფერს ხალხს ვაჩვენებთ“.
საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაოწყება.
ლაშა თაბაგარი
