პარკაძის პირველი გოლი „ადმირაში“

0
1

ლუკა პარკაძემ ავსტრიის „ადმირა ვაკერში“ თავი პირველად გამოიჩინა. სანაკრებო მატჩების გამო ავსტრიის ჩემპიონატში გამოწვეული შეხვენების დროს, „ადმირამ“ ამხანაგური მატჩი უნგრეთის „ჰალადაშთან“ ჩაატარა, რომელიც 3:2 მოიგო.
18 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში  65-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 78-ეზე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მან 84-ე წუთზე საგოლე პასი იაკობ ტრანზისკა გაუკეთა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ავსტრიელებს გაამარჯვებინა.
პარკაძეს 5-წლიანი კონტრქტი მიუნხენის „ბაიერნთან“ აკავშირებს, რომელმაც ახალგაზრდა შუახაზელი მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ავსტრიის რანგით მეორე ლიგის გუნდში გაანაათხოვრა.
ლაშა თაბაგარი