რაული „ვილიარეალს“ უახლოვდება

0
114

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფორვარდი რაული დიდი შანსია „ვილიარეალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, 46 წლის სპეციალისტს ლა ლიგის კლუბის ხელმძღვანელებთან გადამწყვეტი მოლაპარაკება დღეს აქვს. ის მიმდინარე კვირაში გუნდიდან დათხოვილი კიკე სეტიენის შემცვლელად მოიაზრება.
რაული საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მადრიდის „რეალის“ 19-წლამდელთა გუნდს „კასტილიას“ ავარჯიშებს.