ლონდონის „არსენალმა“ ნახევარმცველ ნიკოლა პეპე „ტრაბზონსფორში“ გაანათხოვრა. კოტდივუარელმა გარემარბმა თურქულ კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
28 წლის აფრიკელმა გასული სეზონი იჯარით „ნიცაში“ გაატარა, სადაც საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
პეპე „არსენალმა“ 2019 წლის აგვისტოში ფრანგული „ლილიდან“ 72 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. მან ლონდონელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 112 მატჩში 27 გოლი გაიტანა.
