კატასტროფა…

0
4

კატასტროფის გარდა სხვას  ვერაფერს უწოდებ საქართველოს ნაკრების საშინაო მარცხს ესპანეთთან. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა არსებობის მანძილზე ოფიციალურ თუ ამხანაგურ მატჩში როგორც შინ ასევე სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო. მანამდე, საქართველოს ეროვნულ გუნდს სახლში მარცხის დროს 4 გოლზე მეტი არ გაშევა, ხოლო სტუმრად – 6. თან, ისიც სათქმელია, რომ ასეთი კატასტროფული თამაშის ფონზე საუკეთესო მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო. მანამდე, ესპანეთი 2-ჯერ გვესტუმრა და ორივე შემთხვევაში ერთბურთიანი ანგარიშით გაიმარჯვა, ისიც მატჩის ბოლო წუთებში. „ფურია როხა“ ამჯერადაც ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ასე თუ „გადაგვირბენდნენ“ ამას საქართველოს ყველაზე სკეპტიკოსი გულშემატკივარიც ვერ დაუშვებდა.
ესპანეთმა თავიდანვე რიხიანად შემოგვიტია და იგრძნობოდა, რომ ჩვენთვის ყველაფერი არცთუ კარგი სცენარით განითარდებოდა. თუმცა, ის რაც მოხდა, ამის გასამართლებლად ერთი უმცირესი არგუმენტიც არ არსებობს.
ვილი სანიოლმა გუნდი ასეთი სქემით ათამაშა: დაცვის ცენტრში გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია მოქმედებდნენ, მარჯვენა ფლანგზე – გიორგი გოჩოლეიშვილი, ხოლო მარცხენაზე – ირაკლი აზაროვი. ნახევარდაცვის ცენტრში ოთარ კიტეიშვილი, გიორგი აბურჯანია და ლუკა გაგნიძე თამაშობდნენ. მარჯვენა გარემარბი საბა ლობჟანიძე იყო, მარცხენა კი – ხვიჩა კვარაცხელია. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდის ფუნქციას გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა.
შეხვედრის სტარტზე დანი კარვახალმა მარჯვენა ფლანგიდან პასი საქართველოს საჯარიმოში გახსნილ ალვარო მორატას გაუკეთა, რომელთან ორთაბრძოლაში კვერკველია დაეცა და ორჯერ თავით ასეთ მდგომარეობაში მოიგერია ბურთი, რომელიც მარკო ასენსიოს მიუვიდა, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმის მერე მამარდაშვილმა მარცხენა დაბალი კუთხიდან ბურთი ფეხით „გამოაძრო“.
მე-10 წუთზე გავიმ ძალიან კარგი პასი მისცა ჩვენს საჯარიმოში დანი ოლმოს, რომელიც კვერკველიას გაცდა და ხელსაყრელი პოზიციიდან გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. ოთხ წუთში მარცხენა ფლანგიდან დანი ოლმომ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც პოზიციურად კაშია შეცდა და ლე ნორმანმა თავით ვერ გაიტანა.
22-ე წუთზე ასენსიომ მარჯვენა ფლანგიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ალვარო მორატამ როგორც კვერკველიასს, აგრეთვე გოჩოლეიშვილს აჯობა და თავით ანგარიში გახსნა – 0:1.
28-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩვენს საჯარიმოში შესულმა ფაბიან რუისმა ჩააწოდა და კვერკველიამ ავტოგოლი მიითვალა – 0:2. 30-ე წუთზე, ფაბიან რუისმა მამარდაშვილის კარი აიღო, მაგრამ ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების მერე, ესპანელზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი გააუქმეს. ორ წუთში მამარდაშვილმა მასთან პირისპირ გასულ ფაბიან რუისს აუღო, ხოლო შემდეგ ასენსიოს მარცხენა მახვილი კუთხდან არ გაატანინა.
38-ე წუთზე ოლმო მარცხენა ფლანგიდან საქართველოს ნაკრების საჯარიმოში შეიჭრა და ჯერ გოჩოლეიშვილს გაცდა, შემდეგ კაშიას აჯობა, რასაც დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 0:3.
მე-40 წუთზე კვერკველია, რომელმაც სანკრებო კარიერასი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა, თავის ნახევარზე გადაცემის გაკეთების დროს შეცდა და შეტევა ალვარო მორატამ წამოიწყო, რომელმაც კომბინაცია ფაბიან რუსთან გაათამაშა და დუბლი მიითვალა – 0:4. პირველი ტაიმის მიწურულს ასენსიომ ტრავმა მიიღო და ნიკო ვილიამსმა შეცვალა, დანი ოლმოს მაგივრად კი მოედანზე 16 წლის დაა 57 დღის ლამინ აიამალი შევიდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში მარცხენა ფრთიდან აზაროვმა ჩააწოდა ესპანელთა საჯარიმოში, ხოლო ლე ნორმანის შეცდომის მერე ბურთი გიორგი ჩაკვეტაძეს მიუვიდა, რომელმაც ბუცის წვერით დაარტყა და უნაი სიმონმა როგორც იტყვიან „იღლიის ქვეშ“ გაუშვა – 1:4.
53-ე წუთზე ჩვენს ნახევარზე ესპანელთა პასი კვარაცხელიამ ჩაჭრა და კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძეს გააგრძელებენი, ამ უკანასკნელმა კი სააჯრიმოს გარედან დაარტყა – სიმონი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. ჩაკვეტაძეს პასის მიცემაც შეეძლო ზურიკო დავითაშვილისთვის, რომელიც კარგ პოზიციაში იყო.
ხუთ წუთში ნიკო ვილიამსმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მამარდაშვილის კარის შორეულ ძელთან ჩაჰკიდა, სადაც ყველას ლე ნორმანმა აჯობა, რომლის თავიდან ბურთი ხარიხას მოხვდა.
65-ე წუთზე სტუმართა მრავალსვლიანი კომბინაცია მარჯვენა ფლანგიდან კარვახალის საჯარიმოში პასით და მიკელ მერინოს დარტყმით დასრულდა – მამარდაშვილმა ისევ გადაგვარჩინა. ერთ წუთში მერინომ საუცხოო პასით მამარდაშვილტან მარტო მორატა გაიყვანა, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში თავისი პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა – 1:5
ცოტა ხანში სტუმართა ფეხბურთელის შორის მანძილიდან დარტყმის შემდეგ, მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია რუისმა ახლოდან ვერ გაიტანა. თუმცა, მალე ნიკო ვილიამსი მარცხნე ფლანგზე ჯერ გოჩოლეიშვილს გაცდა, საჯარიმოში შესულმა კვერკველიას აუარა გვერდი და ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 1:6.
ორ წუთში მამარდაშვილმა ისევ იყოჩაღა და ნიკო ვილიამსს არ გაატანინა, რომელმაც ცოტა ხანში კარგი პოზიციიდან ბურთი კარის ჩარჩოში თავად ვერ მოახვედრა.
თუმცა, ვილიამსსი ამაზე არ შეჩერდა და მარცხენა ფლანგიდან მის გარღვევას და საჯარიმოში პასს იამალის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 1:7. იამალი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა. ამასთანავე, ის ყველაზე ახალგაზრდაა ვინ “ფურია როხაში” ოფიციალური შეხვედრა ჩააატარა და გავის რეკორდი გააუნჯობესა. ამის შემდეგ, კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთმა გვერდით ძელს სანტომეტრებით ჩაუარა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებზე მამარდაშვილმა კვლავ კარგი რეაქცია გამოავლინა და ხოსელუს აუღო.
საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ის შესარჩევში მომდევნო მატჩს 12 სექტემბერს ნორვეგიაში ჩაატარებს.
ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში ლიდერმ შოტლანდიამ სტუმრად თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი 3:0 დაამარცხა.
საქართველო -ესპანეთი 1:7 (0:4)
საქართველო:
მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კვირკველია, კაშია, აზაროვი (დვალი 61); აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), კიტეიშვილი; ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), მიქაუტაძე, კვარაცხელიამამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კვირკველია, კაშია, აზაროვი (დვალი 61); აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), კიტეიშვილი; ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), მიქაუტაძე, კვარაცხელია
მთავარი მწვრთნელი:
ვილი სანიოლი.
ესპანეთი: უნაი სიმონი; კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია; გავი (მერინო 58), როდრი (სუბიმენდი 72), ფაბიან რუისი; ასენსიო (უილიამსი 44), მორატა (ხოსელუ 72), დანი ოლმო (იამალი 44)
მთავარი მწვრთნელი:
ლუის დე ლა ფუენტე.
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვერკველია (28, ა.გ), 0:3 დანი ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)
გაფრთხილება: აბურჯანია (45), კაშია (50), კიტეიშვილი (60), ჩაკვეტაძე (63), კვარაცხელია (82) – გავი (45), სუბიმენდი (79).
მთავარი მსაჯი:
დანილე ზიბერტი (გერმანია)
ლაშა თაბაგარი