ტორგან აზარი ბელგიის ჩემპიონატში დაბრუნდა. ბელგიის ეროვნული ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი ბრიუსელის „ანდერლეხტში“ ითამაშებს. მან კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დორტმუნდის „ბორუსია“ ტორგან აზარის გაყიდვისგან 4 მილიონ ევროს მიიღებს. ედენ აზარის ძმა გერმანულ გუნდში 2019 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 122 მატჩში 18 გოლი გაიტანა. მანამდე, ის ფრანგულ „ლანსში“, ლონდონის „ჩელსიში“, „ზულტე ვარეგემში“ და მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ გამოდიოდა.
