ჯონ ტერის სამუშაოდ საუდის არაბეთში ეპატიჟებიან

0
5

ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილ კაპიტან ჯონ ტერის სამუშაოდ საუდის არაბეთში ეპატიჟებიან. მისი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხილვა „ალ შაბაბის“ ხელმძღვანელებს სურთ. მათ მიაჩნიათ, რომ ტერი თავისი სამწვრთნელო თვისებებით და დიდი ავტორიტეტით კლუბში ახალი ვარსკვლავების მიყვანას მოახერხებს. თავის მხრივ „ჩელსის“ ლეგენდას, რომელიც ამჟამად კლუბის აკადემიაში მუშაობს წასვლაში ხელს არც ლონდონელები შეიშლიათ.
კარიერის დასრულების შემდეგ, 42 წლის ტერის მთავარ მწვრთნელად არასოდეს უმუშავია. ის 2018-2021 წლებში ბირმინგემის „ასტონ ვილას“ სამწვრთნელო შტაბში შედიოდა, ხოლო 2023 წელს – „ლესტერის“.