რამაზ სვანაძე: “მთავარია ამ გუნდს მომატების პოტენციალი აქვს”

0
2

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძისთვის მთავარია, რომ მის შეგირდებს თამაშის გაუმჯობესები პოტენციალი აქვთ. მან ამის შესახებ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში ქუთაისში გიბრალტართან გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
რამაზ სვანაძე: „ჩვენი პირველი თამაში იყო, ბევრი ახალი ფეხბურთელია გუნდში, ძალიან საინტერესო პროცესია ზოგადად დაწყებული, იმიტომ, რომ თაობათა ცვლა არის. მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მოლდოვაში გამარჯვება. თამაშში იყო კარგი მომენტებიც, მაგრამ ხარვეზებიც და ეს ბუნებრივია, ამას ველოდით, რადგან ახალი შეკრებილები ვართ. მთავარია, რომ ამ გუნდს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ თამაშს მოუმატოს. დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად ხარისხი გაუმჯობესდება“.
საბა გოგლიჩიძე: „სამი დღის შეკრებილები ვართ, პირველი თამაშისთვის, ვფიქრობ კარგი იყო, უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო მოგება, მაგრამ ამასაც არა უშავდა. ბედნიერი ვარ და მადლობა ბიჭებს გვერდში დგომისთვის და სამწვრთნელო შტაბისთვის. მოლდოვასთან ყველანაირად შევეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ“.
ვასილიოს გორდეზიანი: „ძალიან მახარებს გუნდის წარმატება, ასევე გოლი ჩემს სადებიუტო მატჩში. კარგი საღამო გამოვიდა გუნდისთვის და ჩემთვის. ასეთი შემართებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და მჯერა, რომ შემდეგშიც წარმატებას მივაღწევთ, მხოლოდ საქმე და დანარჩენს დრო გვიჩვენებს“.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევში მომდევნო თამაშს 12 სექტემბერს კიშინიოვში მოლოდვასთან ჩაატარებს,
ლაშა თაბაგარი