ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთზეა“ ნომინირებული

0
7

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური კლუბის „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია პრესტიჟულ ჯილდო “ოქროს ბურთზეა” ნომინირებული.
2023 წლის „ოქროს ბურთზე“ ნომინირებულთა სია France Football-მა გამოაქვეყნა. 21 წლის ქართველ ტალანტთან ერთად ჩამონათვალში იტალიურ კლუბში მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი, ასევე მსოფლიოს სხვა ტოპ ფეხბურთელები, მათ შორის ლეონელ მესი და კარიმ ბენზემა არიან. 2023 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი 30 ოქტომბერს გამოვლინდება.
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022-2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასევე უეფამ ის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.
„ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი:
იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), ანდრე ონანა (მანჩესტერ იუნაიტედი), ქარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ჯუდ ბელინგემი (რეალი), ბუკაიო საკა (არსენალი), რანდალ კოლო მუანი (პსჟ), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ემი მარტინესი (ასტონ ვილა), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი), მარტინ ედეგორი (არსენალი), ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი), იასინ ბონო (ალ-ჰილალი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი), როდრი (მანჩესტერ სიტი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), კილიან მბაპე (პსჟ), კიმ მინ-ჟე (ბაიერნი), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ჰარი კეინი (ბაიერნი), ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი).
ხვიჩა კვარაცხელია მე-7 ქართველი ფეხბურთელია, რომელიც საბოლოო სიაში დაასახელეს.
1961
17. მიხეილ მესხი
23. სლავა მეტრეველი
1965
17. სლავა მეტრეველი
1968
24. მურთაზ ხურცილავა
1972
11. მურთაზ ხურცილავა
1981
7. რამაზ შენგელია
8. ალექსანდრე ჩივაძე
11. დავით ყიფიანი