ხვიჩა კვარაცხელია: “ქართველ გულშემატკივრებს ვპირდებით რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ”

0
1

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ესპანეთთან საშინაო მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარცხელია გულშემატკივრებს დაპირდა, რომ მომავალ შეხვედრაში წარმატების მისაღწევად თანაგუნდელებთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს.
“მნიშვნელოვანი მატჩია, თან, როდესაც ესპანეთის ნაკრებს ეთამაშები. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია, მაგრამ ჩვენ ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და ორივე გუნდისთვის მაქსიმალურად ვემზადებით.
ქართველ გულშემატკივარს ვპირდებით, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ და დანარჩენს თამაშებში ვიხილავთ. აქვე, გულშემატკივარს მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან თითოეულ თამაშზე ავსებენ სტადიონს.
ძალიან კარგია, რომ ქართველი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში აგრძელებენ კარიერას. ეს ძალიან გვაკლდა. როდესაც ძლიერ გუნდში თამაშობ, სადაც მაღალი ტემპია, ეს ნაკრებზეც აისახება და ეხმარება ეროვნულ გუნდს“- განაცხადა კვარაცხელიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან.
საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება 8 სექტემბერს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შედგება და 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი