„ნაპოლიმ“ კვარაცხელიასთან კონტრაქტი გახანგრძლივებას სისულელე უწოდა

0
5

„ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის თითქოს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ გავრცელებულ ჭორებს, კლუბის პრესსამსახურმა სისულელე უწოდა.
„მასმედიის ზოგიერთი საშუალება ფეხბურთელის აგენტზე, როგორც ერთადერთ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ თითქოს კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ეს ყველაფერი სისულელეა. „ნაპოლის“ არცერთ წარმომადგენელს არასოდეს უთქვამს რამე კონტრაქტის გახანგრძლივებზე მოთამაშესთან, რომელსაც ხელშეკრულება 4 წლის მერე ეწურება. ეს არც მაურო მელუზოს, არც მაურიციო მიკელის, არც აურელიო დე ლაურენტის და არც ანდრეა კიაველის გაუკეთებია“ – იუწყება „ნაპოლის“ ტვიტერი.
მედიის ინფორმაციით ხვიჩა ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ხელფასის სახით წელიწადში 6 მილიონ ევრის ითხოვდა, ხოლო მას 3-3,5 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.
კვარაცხელიამ სaდებიუტო სეზონში სერია A-ში 34-ჯერ (30-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 12 გოლი გაიტანა, პლუს 10 საგოლე პასი გააკეთა. მან ჩემპიონთა ლიგაში 9 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო, ხოლო 4-თანაგუნდელებს გაატანინა.
გარდა ამისა, კვარაცხელიამ ყველა ტურნირში 4 პენალტი გამოიმუშავა. ის სერი A-ს საუკეთესო მოთამაშე და ასისტენტი გახდა. ამასთანავე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.
კვარაცხელიამ, რომელსაც ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 2-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი