სეტიენი „ვილიარეალიდან“ გაუშვეს

0
5

„ვილიარეალის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კიკე სეტიენი გადააყენეს. მათ ეს მას მერე გადაწყვიტეს, რაც გუნდმა ესპანეთის ლა ლიგის სტარტზე 4 მატჩიდან 3 წააგო და ერთი მოიგო – 3 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
„ვილიარეალს“ დროებით კლუბის დირექტორი მიგელ ანხელ ტენა გაწვრთნის. 64 წლის სეტიენი „ყვითელ წყალქვეშა ნაცს“ 2022 წლის ოქტომბრიდან წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ლა ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა.
„ვილიარეალამდე“ სეტიენი „ლოგრონიესს“, „ლუგოს“, „ლას პალმასს“, „ბეტისს“ და „ბარსელონას“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი