კასპერ შმეიხელი კარიერას ბელგიის ჩემპიონატში განაგრძობს. დანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ „ანდერლეხტთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 36 წლის შმეიხელმა გასული სეზონი ფრანგულ „ნიცაში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 46 მატჩში 46 გოლი გაუშვა, ხოლო 13-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.
შმეიხელი 2011-2022 წლებში „ლესტერის“ ღირსებას იცავდა, სადაც 479-ჯერ ითამაშა და ინგლისის პრემიერლიგა მოიგო.
