„სანტოსმა“ „რეიჯერსის“ ბომბარდირი დაიმატა

0
2

ბრაზილიის „სანტოსმა“ კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ალფრედო მორელოსი დაიმატა. 27 წლის ფეხბურთელს შოტლანდიის „გლაზგო რეინჯერსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და „სანტოსს“ თავისუფალი აგენტის სტატუით შეუერთდა. მან კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 31 აგვისტომდე გააფორმა.
მორელოსი „რეინჯერსში“ 2017 წელს ფინეთის ჰიკ-იდან გადავიდა და განვლილ პერიოდში კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო. მან შოტლანდიურ კლუბში ყველა ტურნირში 269 მატჩი ჩაატარა და 124 გოლი გაიტანა.