“დინამომ” მოისწრაფიშვილი “ბევერენში” გაანათხოვრა

0
2

თბილისის “დინამომ” ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი ბელგიის უმაღლესი დივიზიონის კლუბს “ბევერენში” გაანათხოვრა. ამის შესახებ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახურის იუწყება:
“გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას ბელგიურ “ბევერენში” გააგრძელებს. ჩვენი გუნდის შემტევი ბელგიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით იასპარეზებს. გიორგი მოისწრაფიშვილმა ლურჯ-თეთრი ფორმით 71 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და შეასრულა 14 საგოლე გადაცემა”.