ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, ევროპა ლიგას დაემშვიდობა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა პლეი-ოფის პირველ მატჩში შინ კვიპროსის ლიმასოლის „არისს“ 2:1 აჯობა, მაგრამ სტუმრად 2:6 განადგურდა და კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებს.
კვიპროსში ჩატარებულ მატჩში ნახევარმცველმა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მცველი კაშია თადარიგში იყო და მოედანზე არ შესულა,
კონფერენს ლიგის კენჭისყრა დღეს გაიმართება. ცნობისთვის, „სლოვანი“ ნახსენები ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. გასულ სეზონში, ბრატისლაველები ჯგუფიდან გავიდნენ და 1/8-ფინალში დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი
