გუგეშაშვილი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

0
5

ლუკა გუგეშაშვილმა მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აგდამის „ყარაბაღის“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა, ხოლო მისმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
პლეი-ოფის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანულმა გუნდმა სლოვენიის „ოლიმპიას“ სტუმრად 2:1 აჯობა, ხოლო სახლში 1:1 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ორი თამაში შეუცვლელად ითამაშა. ბაქოში ჩატარებულ მატჩში მასპინძლებიდან ანგარიში 24-ე წუთზე ბაირამოვმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. „ოლიმპიადანა“ თავი 36-ე წუთზე დიოგო პინტუმ გამოიჩინა.
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს გაიმართება და „ყარაბაღის“ მეტოქეები გაირკვევა.
გუგეშაშვილი გარდა, ასევე ნახსენები ტურნირის ჯგუფში არიან გრაცის „შტურმი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გამოდის და ამსტერდამის “აიაქსი”, რომელსაც მიმდინარე კვირაში ჩვენი ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა.
ლაშა თაბაგარი