კვიპროსის აპოელი, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია და მცველი ლაშა დვალი გამოდიან, უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა.
პლეი-ოფის პირველ მატჩში კვიპროსელები სტუმრად ბელგიის „გენტთან“ 1:2 დამარცხდნენ, ხოლო სახლშიც ანალოგიური ანგარიშით დამარცხდნენ და ევროსეზონი დაასრულეს.
ლიმასოლში ჩატარებულ მატჩში ქვილითაიამ გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა და დვალმაც მოედანე ორი ტაიმი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ აპოელმა მე-3 საკვალიფიკაციოზე გათამაშებას გორის „დილა“ გამოთიშა.
ლაშა თაბაგარი
