პაპუნაშვილი კარიერას აზერბაიჯანში განაგრძობს

0
3

გიორგი პაპუნაშვილი კარიერას აზერბაიჯანში განაგრძობს. azerisport.com-ის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი განჯის „ქიაფაზში“ ითამაშებს. 27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი  „სამტრედიაში“ დაიწყო, სადაც 15-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია. ხოლო შემდეგ „თელავში“ გადავიდა, სადაც ერთი მატჩი ჩაატარა.
პაპუნაშვილმა პროფესიული კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო, სადაც 81 მატჩში 29 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ იგი ბრემენის “ვერდერის” მეორე გუნდში გადავიდა, ხოლო 2017-2018 წლების სეზონში “სარაგოსაში” ჩაიერიცხა, რომლის შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგა 2-ში 55 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. პაპუნაშვილი 2019-2020 წლების სეზონში იჯარით სანტანდერის “რასინგში” ირიცხებოდა, სადაც 3-ჯერ ითამაშა. ის 2020-2021 წლებში კვიპროსის “აპოლონში” გამოდიოდა, რომლის მაისურით 9-ჯერ ითამაშა.
პაპუნაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა – ლიეტუვასთან, გიბრალტართან და ხორვატიასთან.
ლაშა თაბაგარი